ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაციაზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავლში იქნება მიღებული , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, საქართველომ აიღო ვალდებულება ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს ამ პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე.
"იუსტიციის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც მსჯელობა იყო ამ საკითხებზე, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას მიმდინარებს მუშაობა ამ საკითხის გადაწყვეტის შესახებ და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა ჯანდიერმა.