100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით შეუმცირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო ახალი მემორანდუმების გაფორმების საკითხი "ენერგო პრო ჯოჯრიასთან" და "თელასსთან".
როგორც მინისტრმა განმარტა, მოლაპარაკებები დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულებები ოთხი წლის ვადით "თელასსთან", ხოლო ორი წლით "ენერგო პრო ჯორჯიასთან", რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება.
"ერთადერთი ცვლილება შეეხო იმ აბობენტებს, ვინც 100 კვ. საათამდე ელექრტოენერგიას მოიხმარდა, მათ ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით უმცირდებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" საინვესტიციო ვალდებულებები ძალაში რჩება და ტარიფები მხოლოდ კომპანიების ამონაგების ხარჯზე შემცრიდა.