სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ერთი მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ მთვარობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად, თანხამ შეადგინა 6 მილიონი ლარი და ეს თანხა გამოყოფილი იქნება პრემიერის სარეზერვო ფონდიდან. რაც შეეხება ზარალს, მინისტრის განცხადებით, ძირითადად დაზიანებულია კერძო სახლები.
ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, გუშინ დაზუსტდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა და მონაცემები. მისი თქმით, მიმდინარეობს სარეაბილტაციო სამუშაოები აჭარაში, კერძოდ ეს ეხება დასუფთავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ნარმანიას განცხადებით, იქ ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
"წლის მეორე ნახევარში დავიწყებთ დიდ პროგრამას, რომელიც ნაპირსამაგრ სამუშაოებს გულისხმობს და ის 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში დასრულდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.