საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია

საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია

პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა. 

შესაბამისად, ამოქმედდა ახალი კონსტიტუციური ნორმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის ფორმირებას ვეღარ შესძლებს. მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი დათხოვნის შემთხვევაში კი, მთავრობის უფლებამოსილების შესრულებას ძველი მთავრობა განაგრძობს, ვიდრე რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 25 მარტს დაამტკიცა.