საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსესუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს.
ევროკომისარი ფულე მოუწოდებს საქართველს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.