"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შუალედური არჩევნებისთვის სამ რაიონში წარსადგენი მაჟორიტარობის კანდიდატები Facebook- ის გვერდზე დაასახელა.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია. სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს, ხოლო ბაღდათის რაიონში - ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა) წიქორიძე.
პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.