"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, კონსულტაციები მმართველ კოალიცისა და უმცირესობას შორის იუსტიციის სახლში 13.00 საათზე დაიწყება.
კონსულტაციებში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმცირესობის ლიდერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ უმრავლესობისა და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც.
მთავარი პრეტენზია, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამოხატავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტაა. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი ექვსი წევრის არჩევა იმგვარად მოხდეს, რომ პროცესში უმცირესობის პოზიციასა და ხმებს გავლენა ჰქონდეს.
მხარეები პოზიციების შეჯერებას სწორედ ამ ორ საკითხზე შეეცდებიან.