პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაკა გიგაური საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილედ ინიშნება . ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად მაკა გიგაურმა დაუდასტურა. გიგაურის თქმით, საბურთალოს გამგებლის გია ხუროშვილის მოადგილედ მისი დანიშვნა აპრილიდან იგეგმება.
"პარლამენტიდან ჩემი გათავისუფლების შესახებ განცხადებისთვის ხელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ჯერ არ მოუწერია, სავარაუდოდ, აპრილში მოაწერს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ჩემი გამგებლის მოადგილედ დანიშნვა", - აღნიშნა მაკა გიგაურმა.