საქართველოს ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ შეაფასა. მისი განცხადებით, 1 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას დიდი მოლოდინი ჰქონდა და მთელი საქართველო ფეხზე დადგა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარი ეთქვა.
ბურჯანაძის თქმით, ახლა საზოგადოება ყველა იმ მოთხოვნისა და სურვილის რეალიზებას ელოდება, რომელიც 1 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა.
ბურჯანაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მასშტაბურ ამნისტიას მიიჩნევს. მისი თქმით, ციხეებში მხოლოდ მისი პატრიის 45 წევრი იხიდიდა უკანონოდ სასჯელს.
„აბსოლუტურად უდანაშულო ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან და შეძლეს ოჯახებს დაბრუნებოდნენ. დასაფასებელია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ალბათ, სხვაგვარად შეუძლებელი იყო. ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ნორმალური ხელისუფლება, რომელიც პირველ ნაბიჯს სწორედ ამ მიმართულებით არ გადადგამს,“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.