თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სიბაშვილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 245 მტკიცებულებიდან, 108-ის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა.
სიბაშვილმა დღესვე სასამართლოს დაცვის მხარის მტკიცებულებები წარუდგინა და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა.
დღევანდელ პროცესს "ნაციონალური მოძრაობის", გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილიც ესწრებოდა.