ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ხვალ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრაზე ცენტრის 2013 წლის სამოქმედო გეგმას და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განიხილავენ.
2013 წელს ბრძანებულებაში პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა და საინფორმაციო ცენტრს ნატო-ს შესახებ სახელწოდება შეეცვალა. ის გახდა საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.
განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსთან ერთად ევროკავშირის მიმართულებითაც იმუშავებს.