სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიგა გიორგაძემ დღეს არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიძლება ქუთაისის მერი გახდეს.
გიორგაძის განცხადებით, მისთვის უხერხულია ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან ჯერ ქუთაისს ჰყავს ლეგიტიმური მერი და საკრებულოს რაიმე კონსკურსი ამ თანამდებობაზე არ გამოუცხადებია.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა გიორგიაძეს ქუთაისის მერობა, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მსგავს საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს.
"თუმცა, ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე, ვსაწვლობდი, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და მზად ვარ, ნებისმიერ რანგში ვემსახურო ამ ქალაქს",-აღნიშნა გიორგაძემ.
გიგა გიორგაძე დღეს ქუთაისში იმყოფებოდა.