საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 და გარდაცვალებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრიდან აცნობეს, ლიტერატურულ საღამოში თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება 150-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ნათელა ჩივაძის და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.