28-29 მარტს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა , 27 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
დღისით ჰაერის ტემპერატურა +20;+25; აღმოსავლეთ საქართველოში +17;+22 იქნება. ღამით კი ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +9+14 იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში _ +4;+9-ია მოსალოდნელი.
28 მარტსაც იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ქარი იქროლებს, წამში 15 მეტრამდე სიჩქარით.
ამასთან, საქართველოში იწვიმებს 29 მარტის ღამესაც. წვიმა დღის მეორე ნახევარში შესუსტდება. 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით კი, გამოდარებს.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად დათბება. 3 აპირილისთვის დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 23 გრადუსამდე.