ქართულ არხებზე დღეიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი საპრევენციო სარეკლამო კამპანია დაიწყო.
ვიდეორგოლი, რომლის სლოგანია, - "აწონ-დაწონე რისკები! დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებდე!" ქართულ არხებსა და სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა -http://www.youtube.com/watch?v=1kicHJH7k9k
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რგოლის შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოებას ნათლად ენახა ის სიტუაცია, რომელშიც დაუფიქრებლად მოქმედების შემთხვევაში ყველა მოქალაქე შეიძება აღმოჩნდეს.
"გვინდოდა ნათლად გვეჩვენებინა მდგომარეობის სირთულე და ტრაგიზმი, რაც მსგავს გამოსახლებებს ახლავს თან. საპრევენციო რგოლის მიზანია უფრო დააფიქროს საქართველოს მოსახლეობა და მოუწოდოს, რათა უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ მსგავსი ფულადი ვალდებულებების აღებამდე შესაძლო გართულებებზე", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში