თბილისის მერია ზაზა გაბუნიას პასუხობს

თბილისის მერია ზაზა გაბუნიას პასუხობს

მთავარ არქიტექტორად მალხაზ კუნელაურის, როგორც სპეციალობით არაარქიტექტორის დანიშვნა, კანონდარღვევა არ არის. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის "არქიტექტორის სამსახურის უფროსი არ არის ქალქის მთავარი არქიტექტორი 

.ის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელსაც კანონით არ მოეთხოვება, იყოს არქიტექტორი. რაც შეეხება მალხაზ კუნელაურს, ის ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტია. ამავდროულად, წლების განმავლობაში მას სამსახურეობრივად შეხება ქონდა არქიტექტორის სამსახურთან და ის ძალიან კარგად ერკვევა პრობლემატიკაში, რომლის მოგვარებაც ამ სამსახურს სჭირდება. შესაბამისად, იგი ამ სამსახურისთვის კარგი ხელმძღვანელია და ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ქალაქის მთავრობამ, როდესაც ის დანიშნა", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება თბილისის მერის მიერ მთავარი არქიტექტორის თანმდებობაზე არაარქიტექტორის დანიშვნის შესახებ ძალიან არაკვალიფიციურად ნათქვამი ტყუილია.

თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არსებობს 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური არქიტექტორი, რომლებიც არქიტექტურის საკითხებს წყვეტს.

თბილისის მერმა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელად და მთავარ არქიტექტორად მალხაზ კუნელაური რამდენიმე კვირის წინ დანიშნა. მან არქიტექტორის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგოლაშვილი შეცვალა.