საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პარტიის ცენტრალურ ოფისში 12:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, "ინტერპრესნიუსისთვის" გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნებამ" ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის ოლქებში პროფესიით იურისტები შეარჩია. 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ნაძალადევში თამარ კორძაია იყრის კენჭს, ბაღდათის ოლქში - ადვოკატ პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიით ასევე იურისტი გიორგი კახიანი.