"რესპუბლიკელები" ქუთაისში ანტისანიტარიაზე საუბრობენ

"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატო ქათამაძემ დღეს ჟურნალისტებს ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების დაბინძურებული სარდაფები და ბუნკერები დაათვალიერებინა. 

ნატო ქათამაძის თქმით, ქუთაისის მერია ყოველ წელს 3 600 000 ლარს ხარჯავს ქალაქის დასუფთავებაზე, თუმცა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბუნკერები და სარდაფები ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.

ქუთაისის მერიაშ ნატო ქათამაძის საპასუხოდ აცხადებს, რომ დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხა ხმარდება ქუჩების, სკვერებისა და ქალაქის დალაგებას და არა კერძო ბუნკერებს, რომლებიც სახლების ქვეშ არის განთავსებული.