საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის საკითხებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას შეეხო.
როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
"ეს საშუალებას მისცემს გლეხს, აიღოს გარკვეული თანხა და თავად მოახმაროს საკარმიდამო ნაკვეთს, თუ სახნავ-სათეს სავარგულებს, რომელიც მათ აქვთ. მხოლოდ ეს პროგრამა ვერ დაეხმარება და ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რამეთუ აქ უფრო ღრმად არის პრობლემა. აქა არის გადასადგმელი არაერთი ნაბიჯი, რომელშიც ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა. ეს დაწყებული იყო ჩვენი მხრიდან და თუ იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობა, ჩვენ მზად ვართ, კვლავ ჩავერთოთ ამ პროცესში", - განაცხადა კირკიტაძემ.