ფრანსუა ოლანდი მთავარი წინასაარჩევნო დაპირები შესრულებას ვერ ახერხებს. საუბარია მდიდრებისთვის შემოსავლების დაბეგვრაზე. შეგახსენებთ: საფრანგეთის პრეზიდენტი მთავრობაში მოვიდა დაპირებით, რომ ყველას, ვისი ხელფასიც წელიწადში მილიონ ევროზე მეტს შეადგენს, 75%–იან დაბეგვრას დაექვემდებარებოდა.
ეს მაჩვენებელი აისახა კიდეც საგადასახადო კოდექსში. თუმცა, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ ცვლილება არ იქნა მოწონებული და ის არაკონსტიტუციურად ცნეს.
საბჭოს წევრებმა განუმარტეს საფრანგეთის მმართველ კოალიციას – „სოციალისტებს“, რომ პერსონალური დაბეგვრის იდეა არ შეესაბამება საოჯახო დაბეგვრის პრინციპს – საფრანგეთში საოჯახო ბეგარას მეუღლეები ერთობლივად იხდიან.
ამასთან, ეკონომიკის თვალსაზრისით ეს კანონი ქვეყნის საქმიან იმიჯს დააზიანებს.
ბევრი მდიდარი ფრანგი, მოგების თვალსაზრისით, მზად არის შეიცვალოს მოქალაქეობა და გადასახადები უხადოს „ახალ სამშობლოს“. ამ გადასახადის მიმართ ფრანგების დამოკიდებულება შეიცვალა. საინტერესოა, რომ ბოლო გამოკითხვებით, ჯერ კიდევ შემოდგომაზე საკონფისკაციო კანონს 60% უჭერდა მხარს, ახლა კი ეს რიცხვი 53%–მდე შემცირდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კაპიტალის გადინებასა და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს. საზოგადოების აზრის ცვლილებაში მცირე წვლილი შეიტანა ჟერარ დეპარდიეს რუსეთში გაქცევის ისტორიამ.