საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დღეს გაიმართება.
"საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. სახალხო დამცველის მოხსენების თემაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უჩა ნანუაშვილი ასევე შეხვედება ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტის წევრებს.