რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელი, ჯონ მანი რუსი მილიარდერის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება",- განუცხადა "რია ნოვოსტის" ჯონ მანმა.
რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ გააავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი დააკავეს.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია მითითებული, ჯერ უცნობია, რას უკავშირდება დაკავება - აბრამოვიჩის ბიზნესს, თუ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების საქმის გამოძიებას.