პრეზიდენტის ესკორტი თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოავარიის მიზეზი გახდა.
თვითმხილველების განცხადებით, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარე პრეზიდენტის ესკორტმა დაიკავა. შედეგად, ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანის მძღოლებმა გზის სივიწროვის გამო საჭის დამორჩილება ვერ მოახერხეს და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. ავტომობილები დაზიანდა და მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.