თბილსის მერიის შენობის წინ სოციალურად დაუცველთა აქცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და, საპატრულო პოლიციის მოწოდების მიუხედავად, გზის გახსნას არ აპირებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის არიან ბავშვებიც. სოციალურად დაუცველები ყურადღების მიქცევას ითხოვენ. კერძოდ, მერიას მოუწოდებენ, რომ მიაქციონ ყურადღება მათ და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.
ასევე, ისინი ითხოვენ შეხვედრას თბილისის მერთან ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან.
თბილისის მერიასთან აქციას სხვადასხვა შენობებში ჩასახლებული სოციალურად დაუცველები მართავენ.