"ქართულმა ოცნებამ" 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის ყველა კანდიდატად პროფესიით იურისტი შეარჩია. როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ადვოკატი პაატა კიკნაველიძე იქნება, სამტრედიაში კი - ასოცირებული პროფესორი გიორგი კახიანი. რაც შეეხება ნაძალადევს, სააგენტოს ინფორმაციით, ამ ოლქშიც იურისტი შეეცდება სადეპუტატო მანდატის აღებას.
ასევე, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დღეს ან ხვალ წარადგენს.