პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დოკუმენტაციის ცესკოსთვის წარდგენის ვადა 28 მარტს იწურება. ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, კანდიდატების დოკუმენტაციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში 2 აპრილს გაატარებს. ამავე დღეს ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით გამოაქვეყნებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შევა საარჩევნო ბიულეტენში.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 პარტიისა და ექვსი საინიციატივო ჯგუფის განაცხადია შესული.
რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრირებულია ერთი ადგილობრივი "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) " და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).
პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს არის დანიშნული. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდა - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს