გასულ ღამით ხანძარმა 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, ორთაჭალაში, წინანაურის ქუჩა #9-ში, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 27 წლის ახალგარდა დაიღუპა.
მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლისგან გაიგუდა. შეტყობინება ხანძრის შესახებ გვიან ღამით შევიდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ცეცხლი ორ ოთახში გავრცელდა და 50-60 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა