ძლიერი ქარის გამო თბილისში ღამის განმავლობაში 220 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, თბილისში გამოძახებების უმეტესობა ხეების წაქცევის ან სახურავის გადახდის ფაქტებს უკავშირდებოდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია და ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.
ამასთან, სტიქიის გამო რეგიონებში 120 შემთხვევა დაფიქსირდა.
112-ის მონაცემებით, აღნიშნული გამოძახებები ძირითადად იყო ქარისგან გადახდილ სახურავებთან დაკავშირებით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, ხის წაქცევა, სარეკლამო ბილბორდის წაქცევა.
მათივე ინფორმაციით, ქარისგან ჯანმრთელობის დაზიანების სამი შემთხვევა დაფიქისრდა. მათ შორის, გორში ავტომანქანას დაეცა ხე, რომელში მჯდომმა პიროვნებამაც მიიღო ფიზიკური დაზიანება; თბილისში ქარმა წააქცია ასაკოვანი ქალი, მიღებული აქვს ფეხის ტრამვა; თბილისში პიროვნებას წელის არეში დაეცა ხის ტოტი; არც ერთ შემთხვევაში მსვერპლი არ არის. სიტუაცია განსაკუთრებით საგანგებოა აჭარაში, სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე