ძლიერმა ქარმა თბილისში იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, იუსტიციის სახლის სახურავის ერთ მონაკვეთში ჩამოიწია თუნუქი , თუმცა, მათივე თქმით, დაზიანება სერიოზული არ არის.
ამ დროისთვის სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს.