"ენერგო-პრო ჯორჯიას" 60 ათასამდე აბონენტს ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ძირითადად გათიშულია ქვემო ქართლის , შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი. ძლიერი ქარის გამო მწყობრიდან გამოვიდა გადამცემი ხაზები და ფიდერები.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, უამინდობა აღდგენითი სამუშაოების წარმოებასაც აფერხებს, თუმცა, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას ელექტრომომარაგება მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღუდგეს.