საქართველოს ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გურამ ფარსელაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 120 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელორუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილი ორ პერიოდში დაამარცხა.
პირველ პერიოდში ფარსელაძემ ჩოქბჯენში შეძლო თავდაცვა, მეორეში კი მისმა მეტოქემ ხელი იტკინა და წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ფერსელიძის გარდა, ლაშა გოგიტაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ) და სოსო ჯაბიძემაც (96 კგ) იჭიდავეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.