საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების- მეღვრეკისისა და ახალდაბის მოსახლეობას შეხვდება.
სამინისტროს ინფორმაციით, იწყება სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი, რომელიც უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება.
პროგრამის პრიორიტეტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ხვალ, 24 მინისტრის პირველი შეხვედრა მეღვრეკისში 10:30 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა სოფელ ახალდაბაში 12:00 საათზე გაიმართება.
მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრაზე პროგრამის პრიორიტეტებსა და პროექტების შერჩევის პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იყოს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.); სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).