საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის რუსეთში ვიზიტი დროებით გადაიდო. სავიზო დოკუმენტაციის პროცედურების გაჭიანურების გამო დელეგაცია მოსკოვში 25 მარტის ნაცვლად 1–ელ აპრილს გამეგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ განუცხადა, ქართული დელეგაცია რუსეთის დედაქლაქში 25 მარტს უნდა წასულიყო, თუმცა სავიზო დოკუმენტაციის პროცედურების გამო, გამგზავრება 1-ელი აპრილისთვის გადაიდო, მოსკოვში შეხვედრა კი, 2 აპრილს გაიმართება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხზე შეხვედრას გეგმავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.