ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესის 24-ე სესია 19-21 მარტს გაიმართება.
როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი დაესწრება.
"აღნიშნულ სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული და მიღებული იქნება კონგრესის მონიტორინგის მოხსენება საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის განვითარების შესახებ და გაცემული იქნება შესაბამისი რეკომენდაცია", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.