ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ , დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის სხდომა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართება და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა.
ზალკალიანის განცხადებით, დავით დონდუა სხდომაზე 2013 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას წარადგენს. მასთან ერთად ბრიუსლეში იმყოფებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და სოფიო ჯაფარიძე, რომლებიც მოკავშირეებს სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.