საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი 20 მარტს ბრიუსელში მიემგზავრება.
როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა განაცხადა, 20 მარტს ის შეხვდება ევროკავშირის საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორს, სტეფან მასერის, სადაც ვიზების ლიბერალიზაციაზე იქნება საუბარი, ხოლო 21-22 მარტს ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების მე-14 რაუნდი გაიმართება.
როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, 2013 წლის ნოემბერში საქართველო ემზადება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და რამდენად დროულად და ეფექტურად წარიმართება ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები, ამაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი წარმატებული იქნება ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის.