საქართველო განიხილავს ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინსიტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი განრმატებით, ეს არ იქნება სამხედრო შენაერთების დონეზე მონაწილეობა.
"საუბარია იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მონაწილეობა ექსპერტების, მრჩევლების მხრივ და ეს არ იქნება სამხედრო შენაერთების დონეზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქემთა სამინისტროში ბრიფინგები ყოველ ორშაბათს გაიმართება.