"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებლად ინიშნება.
ერთ-ერთი ვერსიით, იგი კრწანისის რაიონს ჩაიბარებს. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" მერიაში სცადა, თუმცა მერიაში განმარტავენ, ამის შესახებ სმენიათ, თუმცა დაზუსტებით არაფერი იციან.
რაც შეეხება თავად ხათუნა ბერძენიშვილს, როგორც მან "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას უთხრა, ამ წუთებში შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც კითხვას ვერ პასუხობს.