ზღვაში შტორმებისა და ქარბორბალების საფრთხის გამო, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული . ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით - აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება - ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.