ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ელი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საფრანგეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, 1979 წელს დაბადებული ლევან ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს .
სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 28 აბი "ბუპრენორფინი", ამავე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ხსნარით სავსე 2 სამედიცინო შპრიცი, "მარიხუანა" და "ჰაშიში" ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ "ბუპრენორფინი" დაკავებულმა საფრანგეთიდან ფარულად შემოიტანა. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს "ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.