ევროპარლამენტართა ნაწილის დასკვნები, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ტენდენციურია , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს მხრიდან გაკეთებული განცხადებების ტონს, კერძოდ, ივანიშვილისა და უსუფაშვილის განცხადებებს ვგულისხმობ, აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები. ეს ტონი შეიძლება მიუღებული იყოს "ნაციონალური მოძრაობისთვის". მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და თავის საგარეო კურსსაც, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ის გამოხატავს. მიკერძოებული საუბრები და დასკვნები, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის წევრთა ნაწილი ახორციელებს, მიმაჩნია მიუღებლად და დაუშვებლად. ვფიქრობ, ისინი ტენდენციურ განცხადებებს აკეთებენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობთ, რომელსაც მათ "ნაციონალური მოძრაობა" აწვდის", - აღნიშნა ტყემალაძემ.