ზელენსკის შეუძლია ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს ან ბრძოლა გააგრძელოს, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
„გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა ყველაფერი. არანაირი ყირიმის დაბრუნება, რომელიც 12 წლის წინ ობამამ მისცა რუსეთს, ერთი გასროლის გარეშე. არანაირი უკრაინის გაწევრიანება ნატოში. არის რაღაცები, რაც არ იცვლება,“- აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
18 აგვისტოს ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.