Bild-ი ვაშინგტონში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე წერს

Bild-ი ვაშინგტონში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე წერს

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში ჯერ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი შეუერთდებიან.

დაგეგმილია სამუშაო სადილი და რამდენიმესაათიანი დისკუსია გაფართოებული ფორმატით. შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაესწრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში უკვე ჩავიდა.