არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, გიორგი ტუღუში მიიჩნევს , რომ კანონი განათლების შესახებ და ავტორიზაციის საბჭოს დებულება გადასახედია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ტუღუშმა დღეს განუცხადა. ტუღუში აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა ავტორიზაციის გაუქმებამ სასწავლებელს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნას.
"ავტორიზაციის გაუქმება უნივერსიტეტს პრობლემებს შეუქმინის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მიმდინარე სასწავლო პროცესზე, არამედ ეს ეხებათ აბიტურიენტებსაც. როდესაც საბჭო იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, გონივრულობა და პროპორციულობა ეს არის ორი პრინციპი, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს ნებისმიერმა საბჭომ. არაერთი ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში ამ პროცესთან მიმართებაში. თავად კანონი არის საკმაოდ პრობლემური თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული ზომების გამოყენებას, როგორიც არის გაფრთხილება, ჯარიმა ან სხვა",-განაცხადა ტუღუშმა.