"ნიუჰოსპიტალის" ხელმძღვანელობა მსჯავრდებულების არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნიუჰოსპიტალის" დირექტორმა ნიკა ოქრიაშვილმა განაცხადა, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული კამპანია საავადმყოფოს რეპუტაციის შელახვის მიზნით.
"უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ არ ჩატარებულა ჟურნალისტური გამოძიება და არ იქნა მოსმენილი პაციენტის მკურნალი ექიმის აზრი. გამოტანილი დასკვნები არ ემყარება ობიექტურ რეალობას. ამასთან, არც ერთ ჩვენს პაციენტს არ მოუმართავს ჩვენთვის რაიმე კითხვით, თუნდაც გათავისუფლების შემდეგ ", - აღნიშნა ნიკა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, "ნიუჰოსპიტალში" შემოსული ნებისმიერი პაციენტი გადის საფუძვლიან სადიაგნოსტიკო კვლევას, მათი პასუხების საფუძველზე და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად უტარდებათ თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მაღალი ხარისხის მკურნალობა.
"ყოველი პაციენტის, ავადმყოფის ისტორია მკაცრად დოკუმენტირებულია. ვთვლი, რომ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს ბევრად მეტი პასუხიმგებლობა და პროფესიონალიზმი მართებთ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას", - განცახადა ნიკა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა აპირებს, სპეციალური წერილით მიმართოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს და მოსთხოვოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეამოწმოს ჰოსპიტალი. ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს აღნიშნული პაციენტის ისტორია, ჩვენს მიერ განხორციელებული სამკურნალო სადიაგნოსტიკო ქმედებები და დაიდოს ოფიციალური დასკვნა, რომლითაც დამტკიცდება, რომ მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით გავრცებული ინვფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნა ნიკა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა აპირებს, მიმართოს მთავარ პროკურატურას, ცრუ დასმენებთან დაკავშირებით აღძრას სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის შესაბამისად და მიეცნენ კონკრეტული პირები პასუხისმგებლობაში "ნიუჰოსპიტალის" და მისი ექიმებისთვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დაბრალებისთვის. მისივე თქმით, ისინი აპირებენ მიმართონ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, რადგან აღნიშნული რეპორტაჟით მოხდა სავადმყოფოს და მისი მედპორსანილის რეპუტაციის შელახვა.
"მივმართავთ ტელეკომპანია მე-9 არხის ადმინისტრაციას და ვთხოვთ მათი მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას", - განაცხადა ნიკა ოქრიაშვილმა.