ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იმედს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დენ ბეიტსი დაინიშნა. ტელეკომპანია "იმედის " ცნობით, დენ ბეიტსი 30 წელზე მეტია სატელევიზიო ბიზნესში მუშაობს. მათივე ინფორმაციით, დენ ბეიტსი აშშ-ში, სერბეთსა და რუმინეთში, სხვადასხვა ტელევიზიაში უმაღლეს მმართველ თანამდებობებს იკავებდა. მას ეკავა მთავარი მენეჯერის პოზიცია რამდენიმე ტელეკომპანიაში, რომელსაც თავად ფლობდა ან აფილირებული იყო ისეთ სოლიდურ მედიაქსელებში, როგორიცაა CBS, FOX, NBC და ABC. 

ტელევიზიის ადმინისტრაცია თანამშრომლებს დენ ბეიტსს, დღეს, "იმედის" 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარუდგენს.

დღესვე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში "ქრონიკაში" 20:00 საათზე გავა ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედის" ახალ გენერალურ დირექტორთან.