"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ლიდერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, დაუპირისპირდეს ევროპარლამენტარებს. ამის შესახებ განცხადება ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ამოცანაა, რაც შეიძლება ჩქარა გაერთიანდეს ევროპულ სტრუქტურებში.
"ამ ხელისუფლებას "ნაციონალების" დისკრედიტაციაში ფულის ხარჯვას, ურჩევნია, ეს ფული საკუთარ მოქალაქეებს მოახმაროს", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მისი თქმით, დღეს მოსახლეობის მთავარი პრობლემა დასაქმებაა და ეს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროს.