"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მზად არის, თუ საჭიროა, პროკურატურაში დაკითხვაზე ასჯერ მივიდეს. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერაბიშვილის განცხადებით, მას აწუხებს "ნაციონალური მოძრაობის" იმ აქტივისტების ბედი, რომლებსაც ყოველ დღე უწევთ დაკითხვებზე სიარული. "ჩვენი აქტივისტებიდან 2000-ზე მეტია დაბარებულია დაკითხვაზე", - აცხადებს მერაბიშვილი.
მისივე თქმით, მთავარი არ არის, ივლის თუ არა მერაბიშვილი პროკურატურაში დაკითხვებზე, მთავარია ხელისუფლებამ დაწყებული გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.
"ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჩვენს შეცდომებზე. მათ საკუთარ შეცდომებზე მოუწევთ სწავლა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.