საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელშიც პარტია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად.
მინაშვილის თქმით, ეს გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება.
"ეს გზავნილი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. შეაბრუნებს თუ არა იმ ნეგატიურ პოლიტიკას, რომელიც განხორცილებულია დემოკრატიული რეფორმების წინააღმდეგ საქართველოში. ეს არის "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეების განცხადება, რომელშიც შედის ჟოზე მანუელ ბაროზოც ", - განაცხადა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ის, თუ როგორ მოხდება ქვეყნის წინსვლა ევროკავშირისკენ, დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა ზეწოლას "ქართული ოცნება" მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე".