გაფიცულ მაღაროელებს დღეს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეხვდება. როგორც ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ტყიბულში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ გაემგზავრება.
"დღეს დილიდან დამიკავშირდნენ მინდელის სახელობის მაღაროდან. გაფიცულები არიან მუშები არსებული მძიმე სოციალური პრობლემების გამო. მათი გამომუშავება იმის გამო შემცირდა, რომ ქვანახშირზე მოთხოვნილება უფრო ნაკლებია და არ დაწყებულა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გაზრდიდა ქვანახშირის მოპოვებას. ვესაუბრე როგორ მაღაროელებს, ასევე "ჯი აი ჯი"-ს წარმომადგენელ ვალერი კუხალაშვილს, ის მპირდება, რომ სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია დაიწყოს მინდელის სახელობის მაღაროში ე.წ. მე-19 უბნის დამუშავება, რაც გამოიწვევს მუშახელის საჭიროებას. ადრე, მაღაროელები დღის განმავლობაში 60 - 68 ლარს გამოუმიშავებდნენ, ახლა კი მათი შრომა დასულია 30-დან 34 ლარამდე, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, მაღაროელებთან დილიდან იმყოფება ტყიბულის გამგებელი თემურ ჩუბინიძე.